სპორტი

გიორგი შერმადინი ლიგა-ენდესას სიმბოლურ ხუთეულში

„იბეროსტარ ტენერიფეს“ ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

იმის მიუხედავად, რომ შერმადინის გუნდმა „გიპუზკოია ბასკეტთან“ მიზერული ანგარიშით 87:89, მაგრამ მაინც სენსციურად წააგო,- შერმადინი 28 ქულით თამაშში საუკეთესო იყო.

31 წლის ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 31 წუთი დაჰყო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 33-ს გაუტოლდა.

შერმადინის გარდა, სიმბოლურ ხუთეულში მოხვდნენ: ვალტერ ტავარესი (რეალი), ნიკ კალატესი (ბარსელონა), ალბერტო აბალდე (რეალი) და დეიან გრავიჩი (სან-პაბლო ბურგოსი).

18 ტურის შემდეგ „იბეროსტარ ტენერიფე“-ს 14 მოგება აქვს და „ბასკონიასთან“ ერთად სატურნირო ცხრილში მესამე- მეოთხე ადგილებს ინაწილებს.

მომდევნო შეხვედრაში შერმადინის გუნდი „გრან კანარიიას“ დაუპირისპირდება, სადაც ქართველი ბექა ბურჯანაძე თამაშობს.
მატჩი 16 იანვარს არის დაგეგმილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button