მნიშვნელოვანისაქართველო
გიორგი ჭელიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “საქართველოს ეროვნული ერთობის” წევრს, გიორგი ჭელიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე 1000 ლარიან გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა.
ნეოფაშისტური ორგანიზაცია საქართველოს ეროვნული ერთობის ლიდერს გამოძიება საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში 31 აგვისტოს განთავსებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს, სადაც ორგანიზაციის წევრები იარაღებით ჩანდნენ.
ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას პოლიციამ კი სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ამოიღო.