კულტურამნიშვნელოვანი
გიორგი თავართქილაძის ,,ცუდი ხალხი”, ლონდონში საუკეთესო დრამატული ფილმის ჯილდოს მფლობელი გახდა

ლონდონში გამართულ Discover Film Festival-ზე, საუკეთესო დრამატული ფილმის კატეგორიაში ქართველი რეჟისორის, გიორგი თავართქილაძის ფილმმა გაიმარჯვა სახელწოდებით, ,,ცუდი ხალხი”. ინფორმაციას ამის შესახებ, ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
ფილმი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და 90-იანი წლების ცხოვრებას ასახავს საქართველოში.
,,ცუდი ხალხი” ასევე, ლოს ანჯელესის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პრიზიორია. მისი მსახიობები, ვახო ჩაჩანიძე და ჯანო იზორია კი კანადაში Redline International Film Festival-ის გამარჯვებულები გახდნენ, საუკეთესო მსახიობისა და საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობის კატეგორიებში.
კინოსურათის მსოფლიო პრემიერა, 25 მარტს, ჰონ კონგის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.