გიორგიწმინდის ინციდენტის გამოძიება დაიწყო – შსს
საგარეჯოში, კერძოდ სოფელ გიორგიწმინდის N 20-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული შესწავლა დაიწყო.
როგორც შსს პრესსამსახურში განაცხადეს, ინციდენტის მონაწილე პირების დაკითხვა მიმდინარეობს.
დაკითხეს თუ არა სოფლის რწმუნებული გიორგი ჭიაბერაშვილი, შსს-ში არ აკონკრეტებენ.
როგორც ცნობილია, გიორგიწმინდის N20-ე უბანზე დაპირისპირება შუალედურ არჩევნებში საგარეჯოს მაჟორიტარობის ორი კანდიდატის “ქართული ოცნებიდან” თამარ ხიდაშელისა და “პატრიოტთა ალიანსიდან” ირმა ინაშვილის საარჩევნო შტაბების წარმომადგენლებს შორის მოხდა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.