რეგიონი

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი შსს-ს უმოქმედობაში ადანაშაულებს

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობაში ადანაშაულებს.
პარტიის წევრი, გოგიტა რობიტაშვილი ამტკიცებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დედოფლისწყაროს სამმართველოს მასზე თავდამსხმელებს ხელს შეგნებულად აფარებს.

“თითქმის ერთი თვე გავიდა, თუმცა გამოძიებას ამ დრომდე არც თავდამსხმელები გამოუვლენია და არც მე მცნეს დაზარებულად. საქმის გამომძიებელსაც კი არ ვიცნობ. თვითონ ვიკითხე ორჯერ რა ეტაპზე იყო გამოძიება. სამედიცინო დასკვნაც კი მე მივიტანე. პოლიციის უფროსმა მითხრა, როგორც ჩანს პროფესიონალურად დაიგეგმა ეს ამბავი და ჯერ ვერაფერი გავარკვიეთო”– ამბობს რობიტაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ რობიტაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს და საგამოძიებო. მოქმედებები გრძელდება.
თავდასხმა გირჩი მეტი თავისუფლების წევრზე თავდასხმა 2021 წლის 25 დეკემბერს დედოფლისწყაროში მოხდა.
გოგიტა რობიტაშვილს დღემდე დაუდგენელი პირები თავს გვიან ღამით, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი, თავდასხმის შედეგად მიღებული დაზიანებებით ამ დრომდე მკურნალობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button