რეგიონისაქართველოსიახლეები

“გირჩის” სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში

პოლიტიკურმა გაერთიანება „გირჩმა“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. გასაჩივრებულია ნორმა, რომლის მიხედვითაც, წინასაარჩევნო პერიოდში, დეპუტატობის კანდიდატებს ნარკოშემოწმება ევალებათ. “გირჩის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლალი ანთიძე განმარტავს, რომ საკანონმდებლო მოთხოვნა შეურაცხმყოფელია, მათ შორის, კანდიდატების უფლებამოსილებაში შესვლის შემდგომაც. ამბობს, რომ ამ ფორმით, ხელისუფლება კანდიდატებს თუ არჩეულ წევრებს უნდობლობას უცხადებს. საკონსტიტუციო სასამართლოში „გირჩი“-ს სარჩელი დღეს დარეგისტრირდა.

მოისმინეთ ლალი ანთიძის ხმა.

31 ოქტომბრის არჩევნებამდე კი, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლა აღარ ევალებათ. შესაბამისი დოკუმენტი მათ არჩევნების შემდეგ უნდა წარადგინონ. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის თქმით, ამ გადაწყვეტილებით, წინასაარჩევნო პერიოდში, თავიდან აირიდებენ რიგებს სამედიცინო დაწესებულებებთან.

მსგავსი პოსტები

Back to top button