“გირჩს” თელავში მწერალი ტორესა მოსი უხელმძღვანელებს
თელავში ახალი პოლიტიკური ცენტრის – “გირჩის”ოფისი გაიხსნა. მას ახალგაზრდა თელაველი მწერალი ტორესა მოსი უხელმძღვანელებს.
ორგანიზაციის პრეზენტაციას დაესწრნენ სტუდენტები, მედიისა და არასთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
“ჩვენი მთავარი მიზანია, დავძლიოთ ის აპათეა რაც დღეს ქალაქშია. გვინდა, ახალი ადამიანები ჩავრთოთ პროცესებში და გამოვაცოცხლოთ თელავი”, – განაცხადა ტორესა მოსიმ ღონისძიებაზე.
ახალი პოლიტიკური ცენტრი “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრებმა, ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გოგა ხაჩიძემ დააფუძნეს.