გირგვლიანის საქმის არსებითი განხილვა დღეს განახლდება
სანდრო გირგვლიანის საქმის არსებითი განხილვა დღეს განახლდება.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის დათა ახალაიას ბრალდების ეპიზოდზე კუდ-ის კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს ოლეგ მელნიკოვს დაკითხავენ.
გირგვლიანის საქმის სხვა ეპიზოდებზე მელნიკოვს სწორედ ყოფილი მაღალჩინოსნების მამხილებელი ჩვენება აქვს მიცემული. მას პროკურატურასთან თანამშრომლობის გამო, საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და გირგვლიანის საქმეზე ციხეში ორი წელი გაატარა.
გამოძიება დათა ახალაიას უფლებამოსილების გადამეტებასა და სანდრო გირგვლიანისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ორგანიზებას ედავება.