მნიშვნელოვანისიახლეები

გიული ალასანიას თქმით, მისთვის წარმოუდგენელია რომ მიხეილ სააკაშვილთან მნახველების შესვლა შეზღუდულია

კმაყოფილი ვიქნები მაშინ, როცა დავინახავ, რომ ჩემი შვილი არის თავისუფალი. ამ ქვეყანაში მუდმივად ვგრძნობ საფრთხეს ჩემი შვილისთვის, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში შვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს ექიმების მხრიდან ყურადღება აქვს, თუმცა არ არის ექიმი და ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შეაფასებს.

“ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ამ მდგომარეობას, რაც დღეს ჩვენს თავს ხდება, ალბათ ვერ წარმოვიდგენდი ვერასოდეს. მნახველების შეზღუდვა არ მიმაჩნია გამართლებულად, იმიტომ, რომ ეს მნახველები გასართობად იქ არ შედიან. ადამიანს სჭირდება მუდმივად ინფორმაცია, ისინი მისი კოლეგები არიან და მე ვფიქრობ, რომ არ უნდა შეცვლილიყო ეს მდგომარეობა,“ – ამბობს გიული ალასანია.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შესვლას მთელი დღის განმავლობაში ელოდება აკო მინაშვილი. “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” წევრი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი კი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტს სასამართლო სხდომაზე დასწრების სურვილი აქვს.

“ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, ის არის საკმაოდ სუსტად, რაც ვიზუალურად აღიქმება. მას ბუნებრივია, აქვს სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომაზე და უსამართლო სასამართლოს უფლებით მაინც გვასარგებლებენ, ამის იმედი გვაქვს და თუნდაც ივანიშვილის მართულ სასამართლოში მაინც მისცემენ შესაძლებლობას, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომ მიმართოს საზოგადოებას,“ – ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button