მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

8 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედება

აჭარაში 8 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე უკრაინის 29 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ბათუმში ოჯახური ტიპის სასტუმრო აქვს. სწორედ ამ სასტუმროში მუშაობს ბავშვის დედა, რომელმაც გუშინ ეს ამბავი გაახმაურა.

ქალი კამერებთან იმ დეტალებს იხსენებდა, რაც მას 8 წლის ქალიშვილმა უამბო. მის მონაყოლს კატეგორიულად უარყოფდა ბრალდების ადრესატი, რომელიც პოლიციამ დაკავებამდე გამოკითხვაზე დაიბარა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button