გლდანში ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს – დაჭრილია სამართალდამცველი
გლდანში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. ჯერჯერობით უცნობია რა რაოდენობის თანხაა წაღებული. დამნაშავის დაკავების მცდელობისას დაიჭრა 1 პოლიციელი, რომელსაც თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა.
მისი დაკავების ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, დაჭრილი სამართალდამცველი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.