გლდანში “მაგთის” ოფისი გაქურდეს

გლდანში კომპანია “მაგთის” ოფისი გაქურდეს, ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბაჩო მიქელაძემ დაადასტურა.

მისი თქმით, შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით, 6 საათზე მოხდა. როგორც მიქელაძემ აღნიშნა, ზარალის რაოდენობა დადგენილი ჯერ არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button