მნიშვნელოვანისაქართველო

გმირულად დაღუპული შმაგი ნოზაძის სოფელში, ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი მიენიჭა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რუსეთ -საქართველოს ომში, გმირულად დაღუპული შმაგი ნოზაძის სახელი მისი მშობლიური სოფლის, ნინიგორის ცენტრალურ ქუჩას მიანიჭა.

ეთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები, ევა ლომთაძემ და ვახტანგ დევიძემ სოფელ ნინიგორის მცხოვრებლებლებთან ერთად რამდენიმე წლის განამვლობაში ითხოვდნენ ნინიგორში ერთ-ერთი ქუჩისთვის შმაგი ნოზაძის სახელის მინიჭებას მისი სახელის უკვდავსაყოფად.

შმაგი ნოზაძე 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში, ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა. შმაგი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

შმაგი ნოზაძე 1984 წელს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში დაიბადა.
აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხის მუნიციპალლიტეტის საკრებულომ დღეს მხარი კიდევ რამდენიმე ქუჩის სახელდების საკითხს დაუჭირა, მათ შორის, სოფელ თამარიანში სკოლის ქუჩისათვის აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მებრძოლის, გიორგი დუღაშვილის და სოფელ ბაისუბანში ქვედა უბნის ქუჩისთვის, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ვაჟა ღვალაძის სახელის მინიჭებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button