GNCC-მ ახალი რადიოსამაუწყებლო ლიცენზიები გასცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) ახალი რადიოსამაუწყებლო ლიცენზიები მას შემდეგ გასცა, რაც ტელეკომპანიები ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდნენ და FM-ზე სიხშირეები გამოთავისუფლდა.თბილისში (FM 92.3) რადიმაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი რეჟისორ გოგა ხაინდრავას კომპანია შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ გახდა, რომელსაც როგორც სამაუწყებლო კონცეფციიდან ირკვევა ექსკლუზიური ხელშეკრულება აქვს თბილისის მიკროავტობუსებთან (კომპანია ფაბლიქ ქართან) ხელშეკრულება ავტომატურად გულისხმობს მხოლოდ აღნიშნული კომპანიის რადიოსადგურის “თანამგზავრის”ჩართვას თბილისის ყველა მიკროავტობუსში.

როგორც კომიისიის ვებგვერდზეა ნათქვამი, დედაქალაქში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვებას სამი კომპანია შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“, შპს „ტვ სტილი“ და შპს „ახალი რადიო“ ცდილობდა. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შპს „ახალმა რადიომ“ საკონკურსო განაცხადი გაითხოვა, შედეგად კონკურსი ორი კონკურსანტის შემადგენლობით გაგრძელდა. კომისიამ საკითხის არსებითი განხილვის შედეგად, ორი კონკურსანტის  სამაუწყებლო კონცეფციების ურთიერთშედარების საფუძველზე გადაწყვიტა,  რომ  შეთავაზებული თემატიკისა და ასევე, ერთი და იმავე თემატიკის ფარგლებში შეთავაზებულ თემათა მრავალფეროვნებით და ყველა სოციალური ჯგუფის ინტერესების მოცვის ხარისხით შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ გამხდარიყო გამარჯვებული.

ამ ინფორმაციას გამოეხმაურნენ როგორც რადიოსადგურები, ასევე კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია.კომისია,პრესსამსახურის უფროსის ხატია ყურაშვილის თქმით, “მათ ამ საქმეში ჩარევის უფლება არ აქვთ”.

5 თებერვალს გამოვლინდება დედაქალაქში კიდევ ერთი ახალი მაუწყებლის ვინაობა, რომელიც  FM 93,1 -ზე იმაუწყებლებს. ამ კონკურსში რადიოლიცენზიის მოპოვებას მხოლოდ 1 კომპანია  შპს „ტივი-სტილი“ ცდილობს, რომლის 100 წილის მფლობელი რადიო კომერსანტის დირექტორი გოგა სამუშიაა. 

აღნიშნული ლიცენზიის გაცემის შემდგომ დედაქალაქში სულ 35 რადიომაუწყებელი იფუნქციონირებს.

კომისიამ ლიცენზიები საქართველოს რეგიონებში მაუწყებლობისთვისაც გასცა:

ქ. რუსთავში (FM 97.8)  რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“ გახდა.

ქ. ზუგდიდში (FM 96.3) და ქ. ახალქალაქში (FM 106.2) რადიომაუწყებლობის ლიცენზიები  შპს „მედია ჯგუფმა“ მიიღო.

ქ. სენაკში (FM 97.9)  რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელად შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიოკომპანია ოდიში“ გამოვლინდა.

სოფელი იგოეთში (კასპის მუნიციპალიტეტი) (FM 90.5) კი რადიომაუწყებლობის ლიცენზია  შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნამ“ წაიღო.

საკონკურსო პირობების თანახმად, ექვსივე მაუწყებელი კრეძო საერთო რადიმაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი გახდა, კომპანიებისთვის სალიცენზიო პირობებით მინიმალური სამაუწყებლო მოთხოვნებიც განისაზღვრა, სულ  მცირე ორი თემატიკის – ახალი ამბებით და საზოგადოებრივ პოლიტიკური გადაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში მინიმუმ 18 საათიანი მაუწყებლობა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 15 იანვრის საკონკურსო სხდომაზე ორი ახალი სათემო მაუწყელის ვინაობაც გახდა ცნობილი:

ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი“ – ახალციხე – 100.7 FM; ახმეტა – 93.3 FM; ბათუმი – 105.4 FM; გორი – 105.4 FM; დედოფლისწყარო – 94.3 FM; ზუგდიდი -105.4 FM; თბილისი – 105.5 FM; ლენტეხი – 105.4 FM; მესტია – 105.4 FM; სენაკი – 88.1 FM; სტეფანწმინდა – 105.4 FM; ტყიბული – 90.4 FM; ფოთი – 104.7 FM; ქუთაისი – 87.9 FM; ყვარელი – 94.5 FM; წალკა – 105.3 FM; ხულო – 105.4 FM.

ა(ა)იპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ – სოფელი დუისი (ახმეტის მუნიციპალიტეტი) – 101.1 FM.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button