გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი NBA-ს პლეი-ოფ-ს გამოეთიშა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/05/bitadze.jpg)
პლეი-ინის გადამწყვეტ შეხევდრაში ვაშინგტონმა ბითაძის პეისერს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 142:115 დაამარცხა.
ეს ნიშნავს იმას, რომ ინდიანა პეისერსი პლეი-ოფის თამაშების მიმდინარე სეზონში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
იმის მიუხედავად, რომ ბითაძის კლუბმა მატჩის პირველი მეოთხედი 1 ქულის სხვაობით დაასრულა, შემდეგ ვეღავ გაუძლო და 31 ქულით ჩამორჩა მეტოქეს.
ქართველ ცენტრსაც არ წაუვიდა თამაში, 17 წუთის მანძილზე 2 სამქულიანი და 1 ორქულიანი ააცილა. პერსონალური შენიშვნა არ მიუღია, მაგრამ ინდიანას რიგებში ის იყო ერთადერთი კალათბურთელი, რომელმაც ქულის გარეშე დაასრულა მატჩი.
21 წლის ქართველმა ლეგიონერმა მიმდინარე სეზონში 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 12,5 წუთი; 5,1 ქულა; 3,3 მოხსნა; 0,8 პასი; 1,3 დაფარება და 2,1 პერსონალური ფოლი.