სიახლეებისპორტი

გოგა ბითაძის კარიერის რეკორდი და ორმაგი დუბლი

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი ინის მატჩში ინდიანა “პეისერსმა” შარლოტ “ჰორნეტი” მიიღო და დიდი ანგარიშით 144:117 დაამარცხა.

21 წლის ბითაძეს ამ დრომდე მხოლოდ NBA_ს რეგულარული სეზონის მატჩებში აქვს ნათამაშები. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 18 წუთი დ 42 წამი გაატარა.

ამ დროში ინდიანას კალათბურთელმა 14 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მას არც ბურთი დაუკარგავს და არც პერსონალური შენიშვნა მიუღია. ამ შედეგით ბითაძემ ორმაგი დუბლი შეასრულა. შეგახსენებთ, იმისთვის, რომ ბითაძის “პეისერსი” პლეი ოფში მოხვდეს, მომდევნო მატჩში ბოსტონისა და ვაშინგტონის შეხვედრაში გამარჯვებულს უნდა დაუპირისპირდეს .

მსგავსი პოსტები

Back to top button