სპორტი

გოგა ბითაძის ზედიზედ მეორე გაბრწყინება NBA – ში

„ინდიანას“ქართველმა ცენტრმა მიმდინარე ჩემპიონატში ზედიზედ მეორე შეხვედრა ჩაატარა და იმის მიუხედავად,რომ ტრამვირებული საბონისი სასტარტო ხუთეულში იყო, – გოგამ პარკეტზე 11 წუთი გაატარა.

ბითაძემ „შარლოტ ჰორნეტსთან“ მატჩში 2 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ 21 წლის ქართველის ერთერთი დაფარება მატჩის ჰაილაითებში მოხვდა.

შარლოტელთა ფორვარდი პი ჯეი ვაშინგტონი ცალი ხელით ბურთის ჩატენვას ცდილობდა, როცა ბითაძემ ასევე ცალი ხელით ულამაზესად დააფარა და მეტოქის ორქულიანი ჰაერიდან მოხსნა.

ეს მატჩი პეისერსის გამარჯვებით 116:106 დამთავრდა. მომდევნო შეხვედრა ამ გუნდებს შორის 30 იანვარს გაიმართება, რომლის მასპინძელიც ჰორნეთსი იქნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button