გოგი თოფაძე ბოდიშის მოხდას არ აპირებს [Audio]

გოგი თოფაძე ბოდიშის მოხდას არ აპირებს. მან ჟურნალისტებს კითხვებზე არ უპასუხა და განაცხადა, რომ ვრცლად მხოლოდ პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. მისი თქმით, ბოდიში თავად პრეზიდენტს აქვს მოსახდელი.

გოგი თოფაძეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ბოდიშის მოხდას სთხოვენ.

თოფაძემ 3 თებერვალს პარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტი გააკრიტიკა და სიტყვა “დაუნი” შეურაცხყოფის კონტექსტში გამოიყენა.

მსგავსი პოსტები

Back to top button