გოგი თოფაძის ახალი სკანდალური განცხადებები [Audio]

გოგი თოფაძე თავდაცვის მინისტრს უპირისპირდება და მას კანონდარღვევაში ადანაშაულებს.

კერძოდ საგარეჯოს რაიონში გამართული არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებში და “ხიდაშელის ამ ქმედებას თანამდებობისთვის შეუფერებელ ქცევას უწოდებს”.

ამის შესახებ მან “ობიექტივი”-ს ეთერში სტუმრობისას ისაუბრა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის, ასევე მედიასაშუალების მიერ, თინა ხიდაშელის შესახებ დაწერილი ნეგატიური მასალები მოიყვანა არგუმენტად.

გოგი თოფაძე თვლის, რომ შუალედურ არჩევნებში მან ამომრჩეველს მიაყენა შეუარცხყოფა და ამის გამო შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

გოგი თოფაძემ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით თინა ხიდაშელს ბრალდებები რამდენიმე დღის წინაც წაუყენა საგაზეთო ინტერვიუში. ამ ინტერვიუს მიხედვით თოფაძე პირდაპირ ამბობდა, რომ “ხიდაშელმა არჩევნები გააყალბა”.

ამ ბრალდებებზე ხიდაშელს კომენტარი ჯერ არ გაუეთებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button