მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გოგი წულაია გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს

გოგი წულაია გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ, მისი მკურნალი ექიმი აცხადებს.

„დილით შემოიყვანეს მიოკარდიომის მწვავე ინფარქტით. ეს არის რიგით მესამე შემთხვევა. ორჯერ გაკეთებული აქვს ოპერაცია. იმყოფება გადაუდებელი ინტენსიური თერაპიის ბლოკში. ამჟამად, მისი მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ სტაბილური, უტარდება სათანადო მკურნალობა. ჩაუტარდა კორონაროგრაფია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მას ესაჭიროება შუნტირების ოპერაცია. შედგება კონსილიუმი და გადავწყვეტთ, როდის ჩაუტარდება.” – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button