გოგონა 12800 მეტრის სიმაღლეზე დაიბადა [Photo/Video]

ავიაკომპანია Turkish Airlines-ის კუთვნილი Boeing 737-ის ეკიპაჟმა მგაზვრი ქალი 12800 მეტრის სიმაღლეზე ამშობიარა. ახალშობილ გოგონას ხატიჯე დაარქვეს, – გვაცნობებს სააგენტო Haberler.

თვითმფრინავში, რომელიც კონაკრი-უაგადუგუ-სტამბულის რეისს ასრულებდა, მგზავრს მშობიარობა დაეწყო. მეანების ფუნქციის შესრულება სტიუარდესებს დაეკისრათ. ბურკინა-ფასოს დედაქალაქში ჩაფრენისთანავე დედა-შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორივე თავს კარგად გრძნობს.

რეისის მგზავრებმა Turkish Airlines-ის ეკიპაჟს ოპერატიულობისთვის, პროფესიონალიზმისა და გულისხმიერებისთვის მადლობა გადაუხადეს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მრავალი ავიაკომპანია ქალბატონებს, რომლებიც ფეხმძიმობის 36-ე კვირაზე იმყოფებიან, თვითმფრინავით მგზავრობის ნებას რთავენ, მაგრამ ერთი პირობით – ორსულებმა სამედიცინო ცნობა უნდა წარადგინონ, სადაც ჩვილის დაბადების სავარაუდო თარიღი იქნება მითითებული.

 

[print_gllr id=56330]

მსგავსი პოსტები

Back to top button