გოლფის მოთამაშეებისთვის რეაქტიული ზურგჩანთა შეიქმნა [Video]

ამერიკელმა ჩემპიონმა გოლფის თამაშში, ბუბა უოტსონმა Oakley და Martin Aircraft კომპანიებთან ერთად ახალი რეაქტიული ზურგჩანთა წარადგინა, რომელაც Bubba’s Jetpack-ი ჰქვია, – იუწყება Entrepreneur.

აღნიშნული დანადგარი სპორტსმენებს გოლფის მოედნის დათვალიერებასა და გაქცეულ ბურთთან მიფრენის საშუალებას მისცემს. აპარატი 900 მეტრის სიმაღლეზე 74 კმ/სთ. სიჩქარით დაფრინავს.

სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის პილოტის სპეციალური ლიცენზიაა საჭირო. სიახლე 200 ათასი დოლარი ღირს და მისი შეძენა მომავალი წლის დეკემბერში გახდება შეასაძლებელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button