გომბორის ქედზე და გორიჯვრის ფერდობზე ხანძარია

საგარეჯოს რაიონში, გომბორის ქედზე ხანძარი და დაკვამლიანებაა. ცეცხლი მთის ფერდობს უკიდია. იწვის ტყის მასივი.
რა ტერიტორიაზეა გავრცელებული ხანძარი, ან რა გახდა აალების მიზეზი, ჯერჯერობით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ინფორმაციას არ ფლობენ.
ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.
ძლიერი ხანძარია გორიჯვრის ფერდობზეც. იწვის ბუჩქები და ბალახი. სიტუაციას ძლიერი ქარი ართულებს.