რეგიონი
გომბორის უღელტეხილზე ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდა
გომბორის უღელტეხილზე ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდა.
შეზღუდვების დაწესების მიზეზი თოვლი და დაბალი ტემპერატურა გახდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვაზიანი-გომბორი-თელავის ვერონა-შუამთის მონაკვეთზე, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაიშვება.
დანარჩენი სახის ავტომანქანების გადაადგილება,ამ დროისათვის აკრძალულია
გზის დანარჩენ მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
კახეთში მეორე დღეა, ამინდი გაუარესებულია. ზოგიერთ რაიონში წვიმს, ხოლო ზოგან თოვლი და დაბალი ტემპერატურაა.