მნიშვნელოვანირეგიონი
გომბორის უღელტეხილზე კვლავ შეზღუდვები დაწესდა

გომბორის უღელტეხილზე კვლავ შეზღუდვები დაწესდა.
თელავი-ვაზიანი-გომბორის საავტომობილო გზაზე მსუბუქი და ცალხიდინაო ავტომანქანებისოძრაობა შეიზღუდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გადაწყვეტილება ინტენსიური თოვის,ნისლისა და გართულებული ხილვადობის გამო მიიღო.
,,შუამთის მონასტრიდან, სოფელ გომბორამდე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და ცალხიდიანი ავტოტრანსპორტის გადაადგიკება უსაფეთხოებიდან გამომდინარე აკრძალულია. გზაზე ინტენსიურად ვახორციელებთ გაწმენდით სამუშაოებს, მობილიზებული გვყავს შესაბამისი ტექნიკა” – განაცხადა შ.პ.ს ,,თელავის საგზაო” სამმართველოს ინჟინერმა თამაზ აბდულაშვილმა.
თელავ- გომბორი ვაზიანის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობას , საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.