გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვები დაწესდა
უამინდობის გამო გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვები მოქმედებს.
წუხანდელი ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის ვერონა-შუამთის მონაკვეთზე ავტომობილებით მოძრაობა დაშვებულია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
გზის ამ მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია. თელავის საგზაო სამმართველოს ინფორმაციით, სპეციალური ტექნიკა 24 საათიანი რეჟიმში მუშაობს, იყრება ტექნიკური მარილიც.