რეგიონი

გომბორის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვლისა და ყინულის გამო, უღელტეხილზე გაწმენდითი სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

კახეთის საგზაო სამმართველოს ინფორმაციით, გზის გაწმენდას რამდენიმე ერთეული ტექნიკა ახორციელებდა ადა ყოველდღიურ რეჟიმში იყრებოდა ტექნიკური მარილიც.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თელავი- ვაზიანი – გომბორის საავტომობილო გზაზე მოძრაობა, რამდენიმე დღის განმავლობაში შეიზღუდა და მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის იყო დასაშვები.

უღელტეხილის შუამთის მონაკვეთთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც მორიგეობდა, რომელიც მძღოლებს საშიშროების შესახებ აფრთხილებდა.

ზამთრის პერიოდისათვის საავტომობილო გზებზე დაწესებული რეჟიმების დამორჩილებისკენ მძღოლებს საავტომობილო გზების დეპარტამენტიც მოუწოდებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button