მნიშვნელოვანისაქართველო

გომელაური: აფეთქება სავარაუდოდ გაზის დაგროვებამ გამოიწვია

გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების ადგილზე შს მინისტრი ვახტანგ გომელაური მივიდა. მინისტრის განცხადებით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის დაგროვებამ გამოიწვია. გომელაურის ინფორმაციით, ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავებულია ოთხი ადამიანი რომელთაგან ერთი რეანიმაციაში გადაიყვანეს. კითხვაზე ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს მომხდარზე ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ამას გამოძიება დაადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button