კომპანია „გუგლის“ სერვისები გაითიშა. არ მუშაობს ვიდეოპორტალი Youtube, Google Drive და ელექტრონული ფოსტა Gmail. ასევე, სხვა პროდუქტები.
თავად საძიებო სისტემა ფუნქციონირებს. შეფერხების მიზეზი ჯერ ცნობილი არ არის.
ზოგიერთმა მომხმარებელმა სერვისზე შესვლა ინკოგნიტო რეჟიმში შეძლო, რაც სავარაუდოდ იმაზე მიუთითებს, რომ ხარვეზი მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას ფიქსირდება, ისეთი ბრაუზერის გამოყენებისას, რომლითაც „გუგლის“ სერვისებზე თქვენი ანგარიშით ხართ შესული.
ვებგვერდთა შეფერხების მონიტორინგის პორტალის, Down Detector-ის მონაცემებით, „გუგლის“ სერვისებზე ხარვეზი მთელ მსოფლიოში ფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ Google-ს და მის პროდუქტებს ამ მასშტაბის შეფერხება აგვისტოშიც შეექმნა, წინა თვეში კი მცირე შეფერხება დაფიქსირდა.