Google-მა აუქციონზე კომპიუტერის მიერ დახატული სურათები გაყიდა [Photo/Video]
კომპანია Google-მა სან-ფრანცისკოს აუქციონზე 29 სურათი გაყიდა, რომელიც ნეირონული ქსელის ტექნოლოგიების მეშვეობით შეიქმნა, – გვაცნობებს Wall Street Journal.
ცალკეული ნამუშევრის ფასმა 2,5 ათასიდან 8 ათასამდე დოლარი შეადგინა.
გამოსახულების გენერაციისთვის 4 ალგორითმია გამოყენებული: DeepDream, რომელიც ფსიქოდელიკურ სახებას ქმნის, Fractal DeepDream – ფრაქტალური ობიექტების შემქმნელია, Class Visualization – აქცენტს ცალკე ობიექტზე აკეთებს და Style Transfer, რომელსაც მხატვრის ნამუშევრის შესრულების მანერას იმეორებს, მაგალითად ვან გოგის შედევრის – “ვარსკვლავური ღამე რონის თავზე” მსგავს კოპიოს ქმნის.
თავდაპირველად Google-მა ნეირონული ქსელის ტექნოლოგიები გამოსახულებების ამოსაცნობად შექმნა. შემდეგ კი კომპანიის დეველოპერებმა ისინი იმდენად გააუმჯობესეს, რომ ახალი ნამუშევრების მიღება შეძლეს.
ნეიროქსელების ალგორითმები არა მხოლოდ სტატიკური გამოსახულებისთვის გამოიყენება, არამედ ვიდეოსა და კინოფილმებშიც. მაგალითად გასული წლის ივლისში Google-ის სპეციალისტებმა პროგრამა Deep Dream-ში ფილმის – “სიძულვილი და შიში ლას ვეგასში” ფრაგმენტი დაამუშავეს, რომელიც უფრო საზარლად გამოიყურება, ვიდრე დედანში.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”30555″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]