Google-მა და Chrysler-მა უპილოტო მინივენი შექმნეს [Photo/Video]

კომპანია Waymo-მ, რომელიც Google-ის ქვედანაყოფად ითვლება, მინივენი Pacifica შექმნა. სიახლე Chrysler Pacifica-ს ბაზაზეა აწყობილი, – გვაცნობებს The Verge.
გამოცემის ინფორმაციით, უპილოტო ავტომობილის წარმოება 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყო. Waymo Inc.-ის დირექტორის, ჯონ კრაფჩიკის განცხადებით, ჰიბრიდი დაკომპლექტებულია პროგრამული განახლებებითა და სენსორებით.