სპორტი
გორგოძე და კალაშნიკოვა ნახევარფინალში არიან. მათ ბელარუსი წყვილი დაამარცხეს

პოლონეთში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე ეკატერინე გორგოძემ და ოქსანა კალაშნიკოვამ მეოთხედფიალურ შეხვედრაში ბელარუსი წყვილი დაამარცხეს.
ქართულმა დუეტმა ალიაქსანდრა სასნოვიჩს და ოლგა გოვორცოვას 2 სეტში, ანგარიშით: 7:4, 6:2 სძლიეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.
პოლონური ტურნირის ნახევარფინალურ შეხვედრას გორგოძე-კალაშნიკოვას წყვილი უკრაინელ კატერინა ბონდარენკოსა და პოლონელ კატერზინა პიტერის წყვილთან გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ეკატერინე გორგოძე ერთეულთა თანრიგშიც ასპარეზობს. ის ამ კატეგორიაში მეოთხედფინალურ ეტაპზეა და სლოვაკ კრისტინა კუცოვას დაუპირისპირდება.