გორგოძემ და კალაშნიკოვამ ოლიმპიადის საგზური დაკარგეს. პირველი სკანდალი ოლიმპიადის წინ

საქართველოს ნაკრების ჩოგბურთელები, ეკატერინე გორგოძე და ოქსანა კალაშნიკოვა ამტკიცებენ, რომ მათ სპორტული პრინციპით მოიპოვეს ოლიმპიადაზე თამაშის უფლება, მაგრამ ტოკიოში წასვლას ვერ ახერხებენ. საქმე იმაშია, რომ როგორც ჩანს, ვიღაცას ოფიციალური განაცხადის გაგზავნა დაავიწყდა.
სპორტული პრინციპით ამ წყვილს ოლიმპიადაზე აუცილებლად უნდა ეთამაშა, რადგან ისინი იმ 32 დუეტიდან, რომელიც ტოკიოში უნდა გამოვიდეს, 2-ს რეიტინგით უსწრებს.
ამ შემთხვევაში ქართული დელეგაცია 35-დან 37 სპორტსმენამდე გაიზრდებოდა, თუმცა დაუდევრობით საქართველომ ეს ლიცენზია დაკარგა.
ქართულმა წყვილმა უკვე იჩივლა საერთაშორისო სპორტულ არბიტრჟში და როგორც ცნობილია, არბიტრაჟმა საქმე წარმოებაში უკვე მიიღო.
შეგახსენებთ, რომ 1996 წელს ატლანტას ოლიმპიურ თამაშებზე ქართულმა დელეგაციამ ვერ უზრუნველყო ოლიმპიური ჩემპიონის, ძიუდოისტი დავით ხახალეიშვილის დროული მისვლა აწონვაზე, რის გამოც საქართველოს ნაკრები ფავორიტის გარეშე დარჩა.