გორის ბავშვთა საავადმყოფოში 4 მოზარდი შეიყვანეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის საჯარო სკოლის ოთხი მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით გორის ბავშვთა საავადმყოფოში მიიყვანეს – ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ცენტრი წერს, რომ მათგან სამი უკვე სახლში გაწერეს, ერთ-ერთ მოსწავლე გადასხმას უკეთებენ და საღამოს ისიც სახლში დაბრუნდება.

სკოლის დირექტორის ფიქრია მუმლაძის განცხადებით, პანიკა შეიქმნა და საგანგაშო არაფერია.

“ერთმა ბავშვმა თქვა, მუცელი მტკივაო, შემდეგ დანარჩენებმაც აიტკიეს. იძულებული გავხდით საავადმყოფოში წამოგვეყვანა” -თქვა ფიქრია მუმლაძემ.

მისი განცხადებით, ექიმებს ისიც კი არ დაუდგენიათ, რომ ადგილი აქვს ინტოქსიკაციას.

ბავშვების თქმით, მათ სკოლასთან ახლოს მდებარე ონკანიდან წყალი დალიეს და მოწამვლის სავარაუდო მიზეზად სწორედ ეს სახელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button