მნიშვნელოვანისიახლეები

გორის გზაზე, ავარიის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა

თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე, ავტობანზე მოძრავი „ნისანის” მარკის ჯიპი ტრაილერს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button