გორის საკრებულომ ქალაქის გაუქმებას მხარი დაუჭირა

9 ხმით 4-ის წინააღმდეგ –გორის საკრებულომ ქალაქის გაუქმებას და მის სათემო მუნიციპალიტეტთან გაერთიანებას მხარი დაუჭირა.

ქალაქ გორში საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებს სთხოვდნენ, არ მიეღოთ გადაწყვეტილება ქალაქის გაუქმების სასარგებლოდ.

მთავარი საკითხი, რასაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები აყენებდნენ, ის იყო, რომ ქალაქის კვლავ თემთან გაერთიანებით გორის ურბანული განვითარება შეფერხდება. საკრებულოს სხდომას ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი არ ესწრებოდა, რაც არასამთავრობოებმა და დეპუტატების ნაწილმა გააპროტესტა.

რატომ არ ესწრებოდა ჯირკველიშვილი სხდომას, საკრებულოს უმრავლესობის წევრებს არ დაუკონკრეტებიათ.

ინფორმაციის წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button