“გორის საკრებულოში პირი ხელფასს მიკროფონის ჩართვა-გამორთვისთვის იღებს” [აუდიო]

გორში, საკრებულოს წევრი, თამარ თედლიაშვილი საკრებულოს თავმჯდომარეს, ქართული პარტიის წევრს, ილია მეტრეველს გადადგომისკენ მოუწოდებს.

მისი განცხადებით, ილია მეტრეველი ბოროტად იყენებს სამსახურეობრივ უფლებამოსილებას და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, ასევე საჯარო სამსახურის შესახებ კანონის უხეშად დარღვევით, საკრებულოში ასაქმებს საკუთარი პარტიის წევრებს, რითაც განაპირობებს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას.

საკრებულოს თავმჯდომარე ბრალდებებს უარყოფს.

საკრებულოს წევრის თამარ თედლიაშვილის და საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველის კომენტარი ►

მსგავსი პოსტები

Back to top button