გორის ცენტრში სხეულის დაზიანებებით მამაკაცი იპოვეს

გორის ცენტრალურში სხეულის სხვადასხვა დაზიანებით მამაკაცი იპოვეს.

ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და გორის პოლიციის განყოფილების უფროსი მივიდნენ. ადგილზე ჩატარებული მოკვლევის შედეგად და თვითმხილველთა განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით არანაირ ინციდენტს ადგილი არ ქონია. დაზარალებული ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და დაზიანებები წაქცევის შედეგად მიიღო.
,,საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გამოკითხეს უშუალოდ ის მამაკაცი, რომელსაც სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. მისი განცხადებით, იგი ნასვამი იყო, წაიქცა და დაზიანებებიც ამიტომ მიიღო” – განუცხადეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს პრეს-სამსახურში.

მსგავსი პოსტები

Back to top button