კრიმინალიკრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გორში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

გორში, ე.წ კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. 35 წლის ასაკის მამაკაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ბასრი საგნით აქვს მიყენებული.

​სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი კლინიკა “გორმედში” გადაიყვანა, თუმცა დაჭრილი საავადმყოფოში შეყვანამდე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, გარდაცვლილის მეზობლებს ვერსიებზე საუბარი უჭირთ. მათი ინფორმაციით, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა და ტაქსის მძღოლად მუშაობდა.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

სავარაუდო დამნაშავე ცნობილია. – იუწყება პრეს-სამსახურის წარმომადგენელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button