გორში ჯარისკაცი გარდაიცვალა

გორში ჯარისკაცი გარდაიცვალა. მეხუთე ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის კაპრალის დავით ლომიძის გარდაცვალების მიზეზად, პირველადი მონაცემებით, გულის უკმარისობა სახელდება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ის შეუძლოდ გუშინ, დღის მეორე ნახევარში გახდა და გორის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.

კაპრალი შეიარაღებულ ძალებში 2008 წლიდან მსახურობდა. საქმეს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის საგამოძიებო განყოფილება იძიებს. ოფიციალურ განცხადებას სამინისტრო დღეს გაავრცელებს.

უწყება დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button