მნიშვნელოვანისაქართველო

გორში მოკლული 8 წლის გოგონას ცხედარი სახლში გადაასვენეს

გორში 25 ოქტომბერს შუადღით გაუჩინარებულ 9 წლის გოგონა მოკლული იპოვეს.

ინფორმაცია მოზარდის ბიძამ დაადასტურა. ცხედარი სამართალდამცავებმა გორის რაიონული სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. გოგონა მე-5 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეა.

სკოლაში აცხადებენ, რომ ბავშვი გაკვეთილებზე იმყოფებოდა, შემდგომ სახლში წავიდა და შუადღით სახლიდან ამავე სკოლაში ცეკვის გაკვეთილზე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა სკოლაში აღარ მისულა.

გაუჩინარებული გოგონას მშობლები ვერანაირ ვერსიას ვერ ასახელებენ.

8 წლის გოგონას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში. ცხედარი სახლში გადაასვენეს. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიებას აქვს კონკრეტული შედეგები, რაზეც უახლოეს საათებში ისაუბრებენ.

დღეს დილით, ბავშვის ბაბუამ, ხვიჩა ბერიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაზუსტებით ჯერ არაფერი იციან, თუმცა არსებობს კონკრეტული ვერსიები და იმედი აქვთ, რომ დამნაშავეს იპოვნიან. ოჯახი საქმის უსწრაფესად გამოძიებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბერიაშვილის თქმით, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს გამართავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის საქმეს იძიებს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით.

მსგავსი პოსტები

Back to top button