მნიშვნელოვანისაქართველო

გორში მოქალაქეებმა სტალინის ბიუსტი დადგეს

გორში მოქალაქეებმა ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად სტალინის ბიუსტი ცენტრალურ მოედანზე დადგეს.

მოედანზე ასევე გამოფენილია ფოტოებიც. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ამ ფორმით პატივს მიაგებენ სამამულო ომის გმირებს.

თბილისში კი ვაკის პარკთან მომხდარი დაპირისპირებისას სოციალისტური მოძრაობის ლიდერი ვალერი კვარაცხელია ადმინისტრაციული წესით დააკავეს. სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა ვაკის პარკთან პროტესტი საბჭოთა სიმბოლიკის მიტანის გამო გამოხატეს, რომლითაც ვალერი კვარაცხელია და მისი თანამოაზრეები დღეს უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მივიდნენ. დაპირისპირება სწორედ სოციალისტური მოძრაობის წევრებსა და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს შორის მოხდა.

დღეს 9 მაისია და 73 წელი გავიდა ფაშიზმზე გამარჯვებიდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button