გორში „ქართული ოცნების“ კანდიდატს ოქრუაშვილი დაუპირისპირდება

მეორე ტურში, გორის მაჟორიტარულ ოლქში ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კანდიდატს იოსებ მაკრახიძეს, დამოუკიდებელი კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი დაუპირისპირდება.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გაირკვა, რაც ირაკლი ალასანიამ გორში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ცესკოს პირველადი წინასწარი მონაცემების მიხედვით, გორის 41-ე მაჟორიტარულ ოლქში პირველ ადგილს 33.69%-ით ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე იკავებს, მეორე ადგილზე ირაკლი ალასანია იმყოფებოდა – 19.38%-ით, მესამე ადგილზე კი დამოუკიდებელი კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილია – 17.33%-ით.

მსგავსი პოსტები

Back to top button