გოტფრიდმა B ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა

ქართველ ძალოსანთაგან 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში პირველი ანასტასია გოტფრიდი ჩაერთო, რომელიც მონაწილეობას ქალთა +75 კგ. წონით კატეგორიაში იღებდა.

ანასტასიამ ძალები B ჯგუფში მოსინჯა, სადაც მე-4 შედეგი აჩვენა. გოტფრიდმა ატაცში 110 და 113-კილოგრამიანი შტანგა დასძლია, 115-ს კი ვერ გაუმკლავდა. აკვრაში ქართველმა ძალოსანმა 130 კგ-ით დაიწყო, 135-კილოგრამიან შტანგას კი მე-2 ცდაზე გაუმკლავდა და ჯამში 248 კგ. მოუგროვდა.

B ჯგუფში 273 კგ-ით პირველობა ვენესუელელ იანიუსკა ისაბელ ესპინოსას ერგო, ოლიმპიური ჩემპიონის წოდება კი ჩინელმა სუპინგ მენგმა მოიპოვა, რომელმაც A ჯგუფში 307 კგ. (130+177) მოაგროვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button