ევროკავშირის მონიტორინგის მისია ორი წლით გახანგრძლივდა

ევროკავშირის მონიტორინგის მისია ორი წლით გახანგრძლივდა. გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ მიიღო და მისიისთვის 18 მილიონი ევროც გამოყო.

მისია საქართველოში 2018 წლის 14 დეკემბრამდე დარჩება. ევროპული საბჭოს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მონიტორინგის მისიას წვლილი შეაქვს კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენასა და ვითარების ნორმალიზებაში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლიდან მუშაობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button