გრანდიოზული სანახაობა ბაქოში [Photo/Video]
12 ივნისს, ბაქოში პირველი ევროპული თამაშები საზეიმოდ გაიხსნა. უჩვეულო სანახაობა, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორებმა წარმოადგინეს, გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ ცერემონიაზე, რომელმაც თითქმის ორ საათს გასტანა, თამაშები გახსნილად აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოაცხადა, საზეიმო ღონისძიებაში კი ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
მოედანზე საპატიო წრის შემოვლისას, ქართველ სპორტსმენთა დელეგაციის მედროშე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი იყო.
ევროპულ თამაშებში, რომელიც 12-იდან 28 ივნისამდე გასტანს, 50 ქვეყნის 6 ათასზე მეტი სპორტსმენი გამოვა. მონაწილეობას საქართველოს 105 წარმომადგენელი მიიღებს. ისინი სპორტის 17 სახეობაში იასპარეზებენ.
დღეს შეჯიბრი ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში გაიმართება, რომელშიც საქართველოს სახელს საჩინო დავითაია (66), ზურაბ დათუნაშვილი (74), მათე სოფაძე (85), იაკობ ქაჯაია (130) დაიცავენ.