მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ლიბანში გაერო-ს ოთხი მშვიდობისმყოფელი დაშავდა

ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების განცხადებით, მათი ოთხი მშვიდობისმყოფელი დაშავდა.

ლიბანის გაერო-ს დროებითი ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანში პატრულირებისას ოთხი მშვიდობისმყოფელი მაშინ დაშავდა, როდესაც ჭურვი მათთან ახლოს აფეთქდა.

გაერო-ს სამშვიდობო მისია აცხადებს, რომ მომხდარს იძიებს. სამხრეთ ლიბანში, გაერო-ს მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სააგენტო Reuters-მა გაავრცელა.

Reuters-ის ცნობით, ისრაელმა გაერო-ს მშვიდობისმყოფელების ავტომობილზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, ავიჩაი ადრეიმ Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. „

გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, დღეს დილით, რმეიშის რაიონში ისრაელის თავდაცვის ძალებს გაერო-ს მშვიდობისმყოფელების ავტომობილზე თავდასხმა არ განუხორციელებია“, – განაცხადა ავიჩაი ადრეიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button