გრიგორი ლეპსის ქალიშვილი კლიპში გადაიღეს [Photo/Video]

30 წლის ინგა ლეპსი მამის კვალს გაჰყვა და თავისი ცხოვრება შემოქმედებით პროფესიას მიუძღვნა.

ამჟამად, ინგა ნიუ-იორკში ცხოვრობს და მონაწილეობას მოკლემეტრაჟიან ფილმებში იღებს. მან აგრეთვე, ისეთ მასშტაბურ პროექტშიც გაიბრწყინა, როგორიცაა ჯო რაიტის ფილმი – „ანა კარენინა“.

ამასწინათ, ინგა მუსიკოსმა Diplо-მ მიიწვია და კლიპში გადაიღო.

ინგა, გრიგორი ლეპსის სვეტლანა გუბინსკაიასთან პირველ ქორწინებაში დაბადებული შვილია. მამამისს, მეორე ცოლისგან, კიდევ 3 შვილი ჰყავს.

გრიგორი ვიქტორის ძე ლეფსვერიძე – საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც გრიგორი ლეპსი, წარმოშობით ქართველი მომღერალი და მუსიკოსია. იგი ქართველის ოჯახში, ქალაქ სოჭში, 1962 წელს დაიბადა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”17446″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button