მნიშვნელოვანისაქართველო

„გრიპის ვირუსის დროს თვითმკურნალობისგან თავი უნდა შეიკავოთ“ ამირან გამყრელიძე

„სახელმწიფომ შემოიტანა 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4 კომპონენტიანი ვაქცინა“, – აღნიშნული განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ლაბორატორიულად ჯერჯერობით გრიპის ვირუსი ქვეყანაში არ ცირკულირებს, შესაბამისად, ეს პერიოდი ვაქცინაციისთვის საუკეთესოა.

მისი თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მომზადებული რეკომენდაციების მიხედვით, მაღალი რისკის ჯგუფებში არიან ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები, მოხუცთა თავშესაფარში მყოფები, დიაბეტიანი ბავშვები, ორსული ქალები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის მქონე პირები.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აცრების გარდა, გრიპის გავრცელების პრევენციის კარგი საშუალებაა ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვა, ხელების ხშირად დაბანა, ოთახების განიავება, სველი წესით ოთახების დასუფთავება.

მსგავსი პოსტები

Back to top button