რეგიონისაქართველოსიახლეები

გრიპის ვირუსით 53 წლის ქალი გარდაიცვალა

აჭარის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს გრიპის ვირუსით 53 წლის ქალი გარდაიცვალა. რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ აჭარაში გრიპის ვირუსის შემთხვევები მომატებულია. ერთი შემთხვევა კი, ლეტალურად დასრულდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის განმარტებით, პაციენტმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა. მას ასევე სხვა ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.

სულ რეგიონში H1N1 ვირუსის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

მოისმინეთ რუსუდან შავიშვილის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button